თეგი: დათო ტურაშვილი

დავით ტურაშვილი კლინიკიდან გაწერეს

მწერალი დავით ტურაშვილი კლინიკიდან გაწერეს. მისი მდგომარეობა ახლა ნორმალურია. "ინფარქტს გადაურჩა, ნერვიული შეტევა ჰქონდა", - განუცხადა ტურაშვილის შვილმა რადიო თავისუფლებას. დათო ტურაშვილი 19 მარტს, ტელეკომპანია „ფორმულას" პირდაპირ ეთერში მაშინ გახდა ცუდად, როდესაც ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრობდა. 3 დღეა, ამაზე ვფიქრობ, რა დავაშავე. არაფერი არ დამიშავებია, სიყვარულის გარდა და მივხვდი, რომ მაგიტომ მსჯიან. სხვათა შორის, რომ შემოვიდნენ რუსები მე-19 საუკუნეში, პირველი, ვისაც ებრძოდნენ, იყვნენ მწერლები. იმიტომ აგვიკრძალეს ქართულად ლაპარაკი. 20-იან და 30-იან წლებში პირველი ვინც დახოცეს, იყვნენ მწერლები. იმიტომ, რომ ზუსტად ასეთი კანონი იყო. ტიციან ტაბიძე სად არის, ახლაც არ ვიცით, რა მუხლით დაიჭირეს იცით?! საფრანგეთის აგენტობის! ამ კანონპროექტში გარკვევით წერია, რომ აგენტის მხილება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ეს იცით რას ნიშნავს?! დამსმენები, ჩამშვებები და „ნასედკები“ დავაბრუნოთო. ჩემზე კი ნუ ბრაზდებით, იმაზე გაბრაზდით, ვინც ერთ დღეს გეუბნებათ მწვანეს მიაჭირეთო და მეორე დღეს - წითელსო... ამბობდა ის 19 მარტის გადაცემაში.  

მწერალ დათო ტურაშვილს ისრაელში გულის ოპერაცია გაუკეთეს

სამი დღის წინ მწერალ დათო ტურაშვილის ისრაელში ოპერაცია გაუკეთეს. მწერლის შვილი, ანაკო ტურაშვილი „ფეისბუკის" პირად გვერდზე წერს, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. „დათოს სამი დღის წინ, ისრაელში, გულზე გაუკეთეს ურთულესი ოპერაცია. ექიმმა, რომელმაც ჩვენდა ბედად, გამონახა დრო დათოს მდგომარეობის შესამოწმებლად, დათო გადაარჩინა. დეტალებს აღარ დავწერ, პირდაპირ გვითხრეს, რომ სულ ცოტა რომ დაგვეგვიანებინა, მის გადარჩენას ვეღარც მოახერხებდნენ და ისედაც გაოგნებულები დასცქეროდნენ დათოს და ეკითხებოდნენ საერთოდ როგორ მოაღწიე ჩვენამდეო.და ეს ყველაფერი ასე ბედნიერად არ ჩაივლიდა, რომ არა დიმიტრი აბდუშელიშვილი, რომლის წყალობითაც აღმოჩნდა დათო ისრაელის კლინიკაში, იმ საოცარი ხალხის ხელში. ამიტომ დათოს მესამედ დაბადება, სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა და უდიდესი მადლობა მას ჩვენი ოჯახისგან", - წერს ანაკო ტურაშვილი.